პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:მოსწავლეები მოიძევენ და გაეცნობიან ქართული დამწერლობის წარმოსშობასა და განვითარების სახეებს.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები გაეცნობიან დამწერლობის სახეებს,ხელნაწერ წიგნებს,დამწერლობის ნიმუშებს.
პროექტის მიზნები:თემატური ინფორმაციის მოძიება–დამუშავება;ჯგუფური მუშაობის,კვლევა–ძიების,პრეზენტაციის უნარ–ჩვევების განვითარება;ეროვნული თვითშეგნების ამღლება;მოსწავლეების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა;მიიღებენ მეტ ინფორმაციას ქართული დამწერლობის შექმნის და განვითარების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:VIII-IX-X კლასის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ქმნიან ალბომებს,ვებბლოგებს სურათებითა და ჩანაწერებით.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კ.კეკელიძე––ქართული ლიტერატურის ისტორია.,ნ.ფეიქრიშვილი–ქართველოლოგიის საკითხები;www.geomanuskript.ge;პროექტორი,ფოტოები,ტაბულები,
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები მოიძევენ მასალას ქართული დამწერლობის წარმოშობასა და განვითარებაზე.ქართული დამწერლობა უძველესი და განვითარებულია მსოფლიოში არსებულ დამწერლობათა შორის.ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ არსებულ მრავალ მოსაზრებათაგან,ყველაზე მისაღებია ლეონტი მროველის ცნობა,რომლის მიხედვითაც ქართული დამწერლობა შექმნა იბერიის პირველმა მეფემ ფარნავაზ I.(ძვ.წ.III საუკუნე).დროთა განმავლობაში ქართული დამწერლობა იცვლიდა სახეს.მრგვლოვანი(ასომთავრული,IXსაუკუნემდე),ნუსხური–ხუცური(IX-XI საუკუნეები),მხედრული.(XI-დღემდე)
მოსწავლეები მოიძიებენ ასევე უძველესი დამწერლობის ნიმუშებს,ხელნაწერ წიგნებს..ასომთავრულით შესრულებული უძველესი ნიმუშებს–"ბოლნისის სიონის "წარწერა(493–494),პალესტინის წარწერები,პალიმფსესტური ხელნაწერები და სხვა..
ნუსხურ დამწერლობას სასულიერო პირები იყენებდნენ,ამიტომ მას ხუცურსაც უწოდებდნენ.მხედრული დამწერლობა,რომელიც დღემდე გვაქვს.
მოსწავლეები გაეცნობიან უძველეს ეპიგრაფიკულ ძეგლებსა და ხელნაწერებს.მოაწყობენ ექსკურსიას მცხეთის ჯვარზე ან ბოლნისის სიონში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ კავშირი:ისტორია,ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი:თეონა ჭანტურიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:teoteo190386@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:teonachanturidze.blogspot.com
No comments:
Post a Comment